• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
Home ვიდეო

ჰერბსტი: ამერიკის ძალით მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

CAN TRUMP FORCE PUTIN TO STOP?

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
ოქტომბერი 27, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. გასულ კვირაში, რუსულმა ძალებმა, ხარკივში, საბავშვო ბაღზე იერიში დრონებით მიიტანა. ამას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომლითაც ვლადიმირ პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გაუქმდა. უკრანაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ მოვლენათა თანმიმდევრობა, ტრაგიკულად განმეორებად ხასიათს ატარებს.

„ამ დრომდე, [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი, ყოველ კრიტიკულ მომენტში ახერხებდა დონალდ ტრამპის დარწმუნებას, მასზე ზეწოლა არ მოეხდინა. ასე მოხდა მაისში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი და ევროპელი ლიდერები, თითქმის მზად იყვნენ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ. იგივე მოხდა აგვისტოში. ბოლოს ახლახანს, [ოქტომბერში], როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოემგზავრებოდა, რათა მიეღო შეთანხმება, [გრძელი რადიუსის რაკეტების] „ტომაჰოუკების“ შესახებ, ეს მესამედ მოხდა“, – თქვა ჰერბსტმა „Independence Avenue Media”-სთან საუბრისას და ამ ინტერვიუს დასრულებიდან რამდენიმე საათში, მის ანალიზთან სრულ თანხვეედრაში, ზეწოლისა და უკან დახევის ციკლი, როგორც ჩანს გაგრძელდა.

ბუდაპეშტში დაგეგმილი პოტენციური სამიტი, რომელზე მუშაობაც ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე,  ტრამპსა და პუტინს შორის მოულოდნელი სატელეფონო საუბრის შედეგად დაიწყო — გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში კი, თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პირველად, დონალდ ტრამპმა, რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადა. ვაშინგტონიოს სანქციები, რუსეთის ორ უმნიშვნელოვანეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ ეხება.

რუსეთის წინააღმდეგ ამ სანქციების დაწესების შესახებ ოფიციალური ცნობა მაშინ გავრცელდა, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მასპინძლობდა.

Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი გამოთქვამდა მოლოდინს, რომ პრეზიდენტი ტრამპი, პუტინზე ზეწოლის პოლიტიკას დაუბრუნდებოდა, როცა მისთვის კიდევ ერთხელ გახდებოდა ცხადი, რომ ვლადიმირ პუტინი მშვიდობის დამყარებით დაინტერესებული არ არის.

„პუტინის დარწმუნება, შეწყვიტოს სროლა არის შედეგი, რომლის მიღწევაც ამერიკული ძალით შესაძლებელია“, – თუ ის თანმიმდევრულად განხორციელდება, თქვა ჰერბსტმა. „თუ ტრამპი ამას გააკეთებს, ეს დიდი მიღწევა იქნება. მაგრამ, ვნახოთ… ვნახოთ, მზად იქნება თუ არა ეს გააკეთოს“.

სტატია განახლდა: ოქტომბერი 27, 2025

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

Archives

  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025
  • აგვისტო 2025
  • ივლისი 2025

Categories

  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
  • ინტერვიუ
  • რჩეული

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • კონტაქტი

Defend the Facts. Donate

Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ

© 2025 Independence Avenue Media