• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
Home ვიდეო

ევროპის სტრატეგიული შეცდომა?

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
ივლისი 30, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის უფროსი მკვლევარი, ნიკო ლანგე Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარად გადადგმული ნაბიჯები და დაგვიანებული გადაწყვეტილებები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ახანგრძლივებს და კრემლს კიდევ უფრო ამხნევებს.

შეერთბული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა  შეუზღუდავ შეიარაღებას მიიღებს, თუ მის საფასურს ნატოს და ევროკავშირის წევრები გადაიხდიან, ლანგემ „მეორე საუკეთესო ვარიანტად“ შეაფასა. მისი თქმით, ეს არის სასარგებლო, თუმცა არა საკმარისი ნაბიჯი. მისი აზრით, შეერთბული შტატების მიზანმიმართული ზეწოლა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას დაუჯდეს. ლანგე ასევე მიესალმება გერმანიის მზარდ ლიდერობას თავდაცვის შესყიდვების მიმართულებით, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა არა მხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ ასევე უნდა გაძლიერდეს — განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვისა და რუსეთის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად.

ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, ლანგე აცხადებს, რომ რუსეთი კვლავაც წინ მიიწევს — უზარმაზარი ადამიანური დანაკარგის ფასად, ამჯერად არა მობილიზაციის, არამედ ფინანსური სტიმულების გზით, წვევამდელების მოსაზიდად. მისი თქმით, აუცილებელია უკრაინული ქალაქების დაცვა საჰაერო თავდაცვითი სისტემებით — როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ჯარისკაცების შემართების შესანარჩუნებლად.

ლანგე აკრიტიკებს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ნატოს პირდაპირი ჩართულობისადმი თავდაპირველი სიფრთხილის გამო და მიიჩნევს, რომ ამან უარყოფითი სიგნალები გააგზავნა და ვერ შეძლო რუსეთის შეკავება. ახლა კი, ევროპას — განსაკუთრებით კი გერმანიას — მოუწოდებს, თავი დააღწიოს „მენტალურ ციხეს“, რაშიც იმას გულისხმობს, რომ ევროპელების ნაწილს ჯერ ისევ მიაჩნია, რომ  უკრაინის დამარცხება გარდაუვალია. მისი თქმით, ეს „გასაკვირია“,  „ევროპელები ჯერ კიდევ ელიან, სხვამ მოაგვაროს მათი საკუთარი უსაფრთხოების პრობლემები”.

სტატია განახლდა: აგვისტო 4, 2025

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

Archives

  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025
  • აგვისტო 2025
  • ივლისი 2025

Categories

  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
  • ინტერვიუ
  • რჩეული

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • კონტაქტი

Defend the Facts. Donate

Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ

© 2025 Independence Avenue Media