• English
  • Українська
  • Русский
Donate Now
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
ტესტ-Independence Avenue Media
  • თავფურცელი
  • აშშ
  • ინტერვიუ
  • ვიდეო
No Result
View All Result
ტესტ-Independence Avenue Media
Home ვიდეო

იეიტსი: რატომ უნდა შეურთდეს ევროპა ჩინეთზე აშშ-ის ზეწოლას

ქართლოს შარაშენიძეby ქართლოს შარაშენიძე
სექტემბერი 28, 2025
A A
Summarize with ChatGPTShare on X

ჩინეთისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით „ჰერიტიჯის ფონდის“ უფროსი მკვლევარი სტივ იეიტსი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომში ჩინეთის მზარდი მონაწილეობა ვაშინგტონის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

2001-2005 წლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ამბობს, რომ მოსკოვის მიმართ პეკინის მხარდაჭერა, ომის დასრულებისთვის რუსეთზე ზეწოლის ძალისხმევას ართულებს — „ჩინეთი გაცილებით აქტიური გახდა, რუსეთის ენერგორესურსებითა და მასალებით მომარაგების საკითხში, რაც უდავოდ მხარს უჭერს მოსკოვის ომის ძალისხმევას“.

მისივე თქმით, შეუძლებელია ამის საპასუხოდ ამერიკამ მარტო იმოქმედოს — “ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჩინეთი ამ ყველაფრის ნაწილია და მათ არჩევანი უნდა გააკეთონ, ზუსტად ისე, როგორც იძულებულნი გახდნენ არჩევანი გაეკეთებინათ რუსეთის შეკავებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის“.

უკრაინის მიღმა, იეიტსი ჩინეთის მხრიდან ამერიკისთვის შექმნილ უფრო ფართო გამოწვევევებს ახალ, მრავალმხრივ ცივ ომად განიხილავს, რომელიც ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და სტრატეგიულ სფეროებს მოიცავს. იგი ხაზს უსვამს სტრატეგიული ალიანსებისა და პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ჩინეთის ტრანზაქციული მიდგომის ალტერნატივას.

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკის ინსტიტუტში“ იეტსი ჩინეთის მიმართ პოლიტიკის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მსახურობდა „რადიო თავისუფალი აზიის“ პრეზიდენტის პოსტზე და ასწავლიდა საერთაშორისო ბიზნესსა და პოლიტიკას ბოისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

სტატია განახლდა: სექტემბერი 28, 2025

ქართლოს შარაშენიძე

ქართლოს შარაშენიძე

Kartlos Sharashenidze is the co-founder and Managing Editor for International Coverage at Independence Avenue Media.

Archives

  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025
  • აგვისტო 2025
  • ივლისი 2025

Categories

  • ამერიკის შეერთებული შტატები
  • ანალიზი
  • დიასპორა
  • ვიდეო
  • ინტერვიუ
  • რჩეული

სწრაფი ნავიგაცია

  • მთავარი
  • კონტაქტი

Defend the Facts. Donate

Donate Now

© 2025 Independence Avenue Media

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • ქართული
    • English
    • ქართული
    • Українська
    • Русский
  • თავფურცელი
  • აშშ

© 2025 Independence Avenue Media